ამერიკის შეერთებული შტატები ვერ ადასტურებს ეჭვებს იმის შესახებ, რომ სირიის კონფლიქტში ქვეყნის ხელისუფლებამ ქიმიური იარაღი გამოიყენა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ფრანს-პრესი", თეთრ სახლზე დაყრდნობით ავრცელებს.
თეთრი სახლის ოფიციალური წარმომადგენლის, ჯერ კარნის განცხადებით, აშშ ყურადღებით აკვირდება სიტუაციას, თუმცა, რაიმე მონაცემი იმის შესახებ, რომ ბაშარ ასადის არმიამ, კონფლიქტის დროს ქიმიური იარაღი გამოიყენა, არ მიუღია. კორნიმ ისიც აღნიშნა, რომ სკეპტიკურად უყურებს შიშებს იმის შესახებ, რომ ქიმიური იარაღი მეამბოხეების ხელში შეიძლება აღმოჩნდეს, რადგან ყველა საცავი, სადაც მსგავსი იარაღი ინახება, სახელისუფლო კონტროლზეა.