გამოძიების ფედერალური ბიურო სააგენტო Associated Press-ის „ტვიტერის" გატეხვის გამოძიებას იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი" ავრცელებს.
Associated Press-ის ტვიტერი ჰაკარების მიერ გუშინ საღამოს იქნა გატეხილი, რის შემდეგაც გვერდზე მიმართვა გამოქვეყნდა, სადაც აღნიშნული იყო, რომ თეთრ სახლში ორი აფეთქება მოხდა და პრეზიდენტმა ობამამ დაზიანება მიიღო.
ინფორმაცია სასწრაფოდ იქნა უარყოფილი, როგორც სააგენტოს, ისე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ, თუმცა, გავრცელებულმა ცნობამ უკვე მოასწრო რამდენიმე საინფორმაციო სააგენტოს საიტზე მოხვედრა. თეთრ სახლში მომხდარი აფეთქებების შესახებ დეზინფორმაციამ გავლენა ამერიკულ საფონდო ბირჟებზეც მოახდინა, სადაც ინდექსების მაჩვენებელი ერთი პროცენტიც დაეცა, თუმცა, სიტუაციის გარკვევის შემდეგ მდგომარეობა გამოსწორდა.
მასალის გამოყენების პირობები