მოსკოვში ახალ არბატში აფეთქების შედეგად ორი ადამიანი მძიმედ დაშავდა. ინფორმაციას ადგილობრივ სამართალდამცავებზე დაყრდნობით „იტარ-ტასი" ავრცელებს.
წინასწარი მონაცემებით აფეთქება ლითონის კონტეინერში მოხდა, რომელიც თხევადი ქლორის გაჟონვამ გამოიწვია.
ორივე დაშავებულს თერმული დამწვრობა სახისა და ხელის მიდამოებში აქვს მიღებული, მათი ვინაობა ჯერჯერობით არ სახელდება. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს მოკვლევა.