ბაქოში, ნარიმანოვის რაიონულ სასამართლოში, ჰიჯაბის აკრძალვის მოწინაამეგეების სასამართლო პროცესი გაიმართა.
საქმე ეხება 2012 წლის 5 ოქტომბერს ქვეყნის განათლების სამინისტროსთან მოწყობილ აქციაზე დაპატიმრებულ რვა პირს, რომლებიც სკოლებში ჰიჯაბის აკრძალვას აპროტესტებდნენ. ნარიმანოვის რაიონულმა სასამართლომ დაკავებულებს 5-6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
შეგახსენებთ, რომ 2012 წლის 5 ოქტომბერს, ბაქოში განათლების სამინისტროსთან, ასეულობით ადამიანმა საპროტესტო აქცია გამართა. ისინი სკოლებში ჰიჯაბის აკრძალვას აპროტესტებდნენ. აღნიშნული საპროტესტო აქცია სამართალდამცავებთან შეტაკებაში გადაიზარდა.