ჩრდილოეთ ერაყში ქალაქ კირკურთან ახლოს განლაგებულ სუნიტ აქტივისტების ბანაკთან, პოლიციის წარმომადგენლებსა და სუნიტებს შორის შეტაკება მოხდა, რომლის დროსაც 26 ადამიანი დაიღუპა.
სუნიტები შიიტი ხელისუფლების მმართველობას აპროტესტებენ. მათი აქტივისტები ყოველკვირეულ ანტისამთავრობო გამოსვლებში მონაწილეობდნენ. ადგილობრივი პოლიციის წარმომადგენელთა განცხადებით, მათი ქმედება მხოლო სუნიტი ბანაკიდან გახსნილი ცეცხლის საპასუხო რეაქცია იყო.
ცნობისათვის ქვეყანაში გასულ კვირას ადგილობრივი არჩევნები ჩატარდა, რომლის შედეგებიც ცნობილი სულ მალე გახდება.