გერმანული მარეგულირებელი კომპანიის წარმომადგენლებმა, ამერიკული კორპორაცია Google, დაუცველი ქსელებიდან ინფორმაციის უკანონოდ მოპოვებსთვის 145 ათასი ევროთი დააჯარიმეს.
„ეს კონკრეტული შემთხვევა დაფიქსირებიდან მალევე აღმოვფხვერით, კომპანია არავის პირად ცხოვრებაში ჩარეულა" _ განაცხადა Google-ს წარმომადგენელმა და აღნიშნა, რომ საფოსტო შეტყობინებები, ფოტოსურათები და პაროლები წინასწარი განზრახვის გარეშე გროვდებოდა.
ევროპული კანონმდებლობით კი, პერსონალური მონაცემების წინასწარი განზრახვის გარეშე შეგროვება მაქსიმალური ჯარიმით 150 ათასი ევროთი ისჯება.