გუშინ ავღანეთის პროვინცია ლოგარში თალიბების მიერ გატაცებულ უცხოელების ჯგუფზე ძალადობა არ ხორციელდება. აღნიშნულთან დაკავშირებით თავად თალიბები იუწყებიან.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ავღანეთში ამინდის გაუარესების გამო, უცხოელების კუთვნილი ვერტმფრენი იძულებული გახდა ლოგარში დაშვებულიყო. ამის შემდეგ კი ბორტზე მყოფი 11 ადამიანი თალიბებმა მძევლად აიყვანეს.
გატაცებულებს შორის, ერთი ავღანეთის, ორი რუსეთისა და ცხრა თურქეთის მოქალაქეა. წინასწარი ინფორმაციით შესაძლოა მძევლები პაკისტანში გადაიყვანონ. გამტაცებლებს ჯერჯერობით პირობები არ წამოუყენებიათ.