ესპანეთის პოლიციამ „ალ ქაიდასთან" კავშირში ეჭვმიტანილი ორი ჩრდილოეთ აფრიკელი დააკავა. დაკავებულები ნოუ მედუინი და ჰასან ელ ჯაუანი არიან.
„ჩვენ „ალქაიდასთან" კავშირში ეჭვმიტანილი ორი პიროვნება დავაკავეთ, რომლებიც სარაგოსასა და ქვეყნის სამხრეთ ნაწილში ავიყვანეთ. მათ ისეთივე დოსიე აქვთ, როგორიც ბოსტონის აფეთქებაში ეჭვმიტანილებს" -განაცხადა ესპანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა.
ჯერ-ჯერობით უცნობია ჩრდილოეთ აფრიკელები აპირებდნენ თუ არა ტერაქტის მოწყობას. გავრცელებული ინფორმაციით, ესპანელ სამართალდამცავებს ფრანგი კოლეგები ეხმარებოდნენ.