სამხრეთ კორეის თავდაცვის მინისტრმა კიმ კვანს-ჯინმა მუქარის შემცველი ანონიმური წერილი მიიღო, სადაც თეთრი ფხვნილი აღმოაჩინეს. ინფორმაციას ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ანონიმური წერილის ავტორის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია, ამ დროისთვის წერილის შესწავლა მიმდინარეობს, რათა დადგინდეს ზუსტად რომელი საწამლავია გამოყენებული.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას მსგავსი ანონიმური წერილი თეთრი ფხვნილით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა და ერთ-ერთმა სენატორმაც მიიღეს.