კანადის პოლიციამ 30 წლის ხინებ ესენგაერი და 35 წლის რაიდ ჯასერი, ტორონტოდან ნიურ-იორკში მიმავალი მატარებლის აფეთქების მცდელობის ბრალდებით დააკავა. ეჭვმიტანილები მონრეალსა და ტორონტოში გუშინ დააკავეს. წინასწარი მონაცემებით შესაძლოა მათ უკან „ალ ქაიდა" იდგას.
კანადის პოლიციის წარმომადგენლის განცხადებით, გამოძიებაში ამერიკული სპეცსამსახურის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ. ეჭვმიტანილების დაკავება ამერიკელი და კანადელი სპეცსამსახურების მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად გახდა შესაძლებელი. დაკავებულებს ერთი წლის განმავლობაში ფარულად აკვირდებოდნენ.