ევროპაში ქარიშხალსა და ტორნადოს ელოდებიან. ნიდერლანდის მეტეოროლოგიური სამსახურის მიერ ჩატარებულმა კომპიუტერულმა სიმულაციებმა აჩვენა, რომ მომდევნო 9 წლის განმავლობაში ევროპას კლიმატის სერიოზული ცვლილება ელოდება.
მეცნიერების ვარაუდით, მალე ევროპას სერიოზული ქარიშხალი დაატყდება თავს, რომელიც ატლანტიკის ოკეანის დასავლეთით ფორმირდება. მეცნიერთა გათვლებით აღნიშნული ქარიშხალი თავს დაატყდება ასევე აშშ-საც.