სირიის პროვინცია ალეპოში შეიარაღებულმა ადამიანებმა ორი ეპისკოპოსი, ბერძნულ-მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელი პავლე იაზიგი და სირიის ეკლესიის წარმომადგენელი - გრიგორი იბრაჰიმი გაიტაცეს. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „სანა" იუწყება.
სააგენტოს ინფორმაციით, ამბოხებულთა ჯგუფი სოფელში შეიჭრა, სადაც მაღალი სასულიერო პირები ჰუმანიტარულ სამუშაოებს ასრულებდნენ და ისინი იარაღის მუქარით გაიტაცა.
სირიაში მოსახლეობის ხუთი პროცენტი ქრისტიანია. შეიარაღებული კონფლიქტი ქვეყანაში 2011 წლის მარტში დაიწყო და დღემდე 70 ათასამდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
მასალის გამოყენების პირობები