ნიკარაგუაში, ვაშინგტონის დაწყებითი სკოლის ყოფილი მასწავლებელი დააკავეს, რომელსაც ბრალი ედება ბავშვთა პორნგრაფიის დაზადებასა და შენახვაში.
გასული წლის აპრილიდან 31 წლის ერიკ ჯასტინ ტოტი ფედერალური საგამოძიებო ბიუროს ძებნილთა სიის ათეულის სათავეში აღმოჩნდა. ადრე ამ ადგილს მსოფლიოს ნომერ პირველი ტერორისტი უსამა ბინ ლადენი იკავებდა. პედოფილის დასაკავებლად დაწესებული იყო ჯილდო 100 ათასი აშშ დოლარი.
ტოტი მიმალვაში 2008 წლიდან იმყოფება, როდესაც სკოლის ფოტოკამერის "ჩიპში", რომელიც მის განკარგულებაში იყო, პორნოგრაფიული მასალები იპოვეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ერიკ ტოტიმ, რომელიც სამი წლის განმავლობაში ასწავლიდა ბოვუას პრესტიჟულ კერძო სკოლაში, ფარული ვიდეოკამერა ბიჭების საპირფარეშოში დაამონტაჟა.
ფედერალური საგამოძიებო ბიურო რამდენიმე წლის განმავლობაში ატარებდა სამძებრო სამუშაოებს.
2008 წელს მინეაპოლისის აეროპორტში ავტოსადგომზე იპოვეს ტოტის მანქანა, სადაც დატოვებული იყო წერილი, რომ მან თავის მოკვლა გადაწყვიტა, თუმცა ცხედარი ნაპოვნი არ იქნა.
ძებნილი ნიკარაგუისა და ჰონდურასის საზღვარზე დააკავეს. უახლოს დღებში ერიკ ჯასტინ ტოტის აშშ-ში ექსტრადაცია მოხდება.