დღეს, 23 აპრილს, პარიზში საფრანგეთის პრეზიდენტის ფრანსუა ოლანდის მიერ ინიცირებული ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების შესახებ კანონპროექტის ბოლო მოსმენა გაიმართება.
კანონპროექტის პარლამენტის მიერ განხილვა საპროტესტო აქციების ფონზე წარიმართა. თუმცა აქციებს მართავდნენ მისი მიღების მომხრებიც.
პარლამენტის ორივე პალატამ კანონპროექტის მიღებაზე პრინციპული თანხმობა განაცხადა.
ამავდროულად, საფრანგეთის პარლამენტის სპიკერს უცნობმა ადამიანმა, მუქარის ანონიმური წერილი გაუგზავნა. წერილის ავტორი კლოდ ბარტოლონეს ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებაზე უარის თქმისკენ მოუწოდებს.
„უარი თქვით ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებაზე, რადგან ჩვენი რეაქცია უფრო მეტი იქნება ვიდრე საპროტესტო აქცია, თქვენ მიიღებთ ომს", - ნათქვამია მუქარის წერილში.
აგრეთვე საფრანგეთის პარლამენტის რამდენიმე დეპუტატის მობილურზე ანონიმური ზარები განხორციელდა, რომლებსაც მუქარით, ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებაზე უარის თქმისკენ მოუწოდებდნენ.
მასალის გამოყენების პირობები