დღეს,23 აპრილს სასტუმრო „RadissonBluIveria"-ში საქართველო-ჩინეთის ბიზნესფორუმი გაიმართება. ფორუმის ორგანიზატორები არიან ჩინეთის საელჩო საქართველოში, საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო და საპარტნიორო ფონდი.
ღონისძიებას 40-მდე ჩინური კომპანიის წარმომადგენელი დაესწრება. ისინი გაეცნოებიან საქართველოში არსებულ საინვესტიციო გარემოსა და ბიზნესის წარმოების შესაძლებლობებს. ფორუმში მონაწოლეობას ასევე მიიღებენ საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატა და ჩინეთის საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის საბჭო.
ჩინეთის ბიზნესდელეგაციის წევრები წარმოდგენილნი არიან ისეთი სექტორებიდან როგორებიცაა წარმოება, ენერგეტიკა, უძრავი ქონება, სოფლის მეურნეობა და ა.შ.
ღონისძიების ფორმატი ასევე ითვალისწინებს ორმხრივ შეხვედრებს ქართული და ჩინური ბიზნესის წარმომადგენლებს შორის, რაც ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებასა და გამოცდილების გაზიარებას.
მასალის გამოყენების პირობები