გაეროსა და ირანის წარმომადგენელთა მოლაპარაკებების მორიგი ეტაპი 21 მაისს გაიმართება. როგორც ცნობილი გახდა შეხვედრა ვენაში შედგება, თუმცა სხვა დეტალები უცნობია.
ბირთვული ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინსპექტორები, 2012 წლიდან ცდილობენ ირანის რამდენიმე საეჭვო ქარხანა დაათვალიერონ, თუმცა ქვეყნის ხელისუფლება უცხოელ ინსპექტორებს დაკვირვების უფლებას არ აძლევს.
შეგახსენებთ, რომ დასავლეთის ქვეყნები შიშობენ, რომ ირანი ბირთვული იარაღის შექმნაზე მუშაობს, თუმცა თავის მხრივ ირანი ამ ფაქტს კატეგორიულად უარყოფს.