ნიგერიაში, ადგილობრივ სამართალდამცავებსა და ისლამისტურ დაჯგუფებას შორის შეტაკებების შედეგად, 185 ადამიანი დაიღუპა. მოწინააღმდეგეებს შორის დაპირისპირება 19 აპრილს დაიწყო და დღეს დილით დასრულდა.
გარდაცვლილთა ვინაობა ჯერჯერობით უცნობია, შესაძლოა, ისინი მშვიდობიანი მოქალაქეები იყვნენ. ადგილობრივი სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა განცხადებით, გარდაცვლილთა შორის მათი მებრძოლები არ არიან.
ნიგერიაში მმართველ სამხედრო ძალასა და ისლამისტურ შეიარაღებულ დაჯგუფებას შორის დაპირისპირება 2011 წლიდან დაიწყო და ამ დრომდე შეტაკებების შედეგად 1550-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.