ავსტრალიაში
კათოლიკე მღვდელი პედოფილიის ბრალდებით დააკავეს. 67 წლის ჯულიან ფოქსის
სასამართლო პროცესი 26 აპრილს გაიმართება. მას 1976-1985 წლებში, ბავშვებზე
სექსუალურ ძალადობაშე ედება ბრალი. გამოძიების ინფორმაციით, მის წინააღმდეგ ათამდე
შემთხვევის მტკიცებულება არსებობს.
2012 წლის ივნისიდან ადგილობრივი სამართალდამცავი
ორგანოები ვატიკანს ჯულიან ფოქსის ექსტრადირებას თხოვდა. კათოლიკე მღვდელი 1999
წლამდე ავტრალიაში ცხოვრობდა, შემდეგ მან საცხოვრებლად რომში გადაინაცვლა.
ერთი წლის მანძილზე, 67 წლის ჯულიან ფოქსი უკვე
მესამე სასულიერო პირია, რომელსაც პედოფილის ბრალდებით გაასამართლებენ.