საფრანგეთის პარლამენტის სპიკერს უცნობმა
ადამიანმა, მუქარის ანონიმური წერილი გაუგზავნა. წერილის ავტორი კლოდ ბარტოლონეს
ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებაზე უარის თქმისკენ მოუწოდებს.
„უარი თქვით ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებაზე,
რადგან ჩვენი რეაქცია უფრო მეტი იქნება ვიდრე საპროტესტო აქცია, თქვენ მიიღებთ
ომს", - ნათქვამია მუქარის წერილში.
აგრეთვე საფრანგეთის პარლამენტის რამდენიმე
დეპუტატის მობილურზე ანონიმური ზარები განხორციელდა, რომლებსაც მუქარით, ერთსქესიანთა
ქორწინების დაკანონებაზე უარის თქმისკენ მოუწოდებდნენ.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის პრეზიდენტის ფრანსუა
ოლანდის მიერ ინიცირებული კანონპროექტის საბოლოო მოსმენა ხვალ 23 აპრილს
გაიმართება.