ევროკომისიამ სერბეთის
ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების რეკომენდაცია გასცა.
ეს მას შემდეგ მოხდა, რაც სერბეთისა და კოსოვოს პრემიერ-მინისტრებმა ურთიერთობების
ნორმალიზების შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს. ინფორმაციას ამის შესახებ "ბი-ბი-სი"
ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით,
ცოტა უფრო ადრე, ორშაბათს, სერბეთის ხელისუფლებამ მოიწონა შეთანხმება, რომელსაც
ორივე მხარე განიხილავს როგორც მნიშვნელოვან ნაბიჯს ევროკავშირში
გაწევრიანებისათვის.
საუბარი მიდის
შეთანხმებაზე რომელსაც 19 აპრილს მოეწერა ხელი. ორი ქვეყნის ლიდერმა ურთიერთობის
ნორმალიზება დათმობების გზით გადაწყვიტა: ბელგრადი ფაქტობრივად აღიარებს გამოყოფილ
კოსოვოს სახელმწიფოდ და პრიშიტნის უფლებით მართოს კოსოვოს ჩრდილოეთი ნაწილი, სადაც
მოსახლეობის ეთნიკური უმრავლესობა სერბები არიან. ამის საპასუხოდ კოსოვო სერბებს ფართო
ავტონომიას მისცემს.
ევროკავშირში ამ
შეთანხმებას ისტორიული უწოდეს და განაცხადეს, რომ ის გზა უხსნის ბელგრადს
ევროკავშირისკენ. სერბეთში ამ შეთანხმებას ღალატს უწოდებენ და ქვეყნის
პრემიერ-მინისტრისა და პრეზიდენტის გადადგომას მოითხოვენ.
აღსანიშნავია, რომ
ბელგრადის ხელისუფლება დაჟინებით ამტკიცებს იმას, რომ ეს შეთანხმება მათი ამ მხარის დამოუკიდებლობის აღიარებას არ
ნიშნავს. შეთანხმების მიხედვით, კოსოვოს სერბული სათვისტომო მიიღებს საკუთარ
პოლიციას და სააპელაციო სასამართლოს.
ორივე მხარე, ასევე
შეთანხმდა არ მოახდინონ ერთმანეთის ბლოკირება ევროკავშირში გაწევრიანების დროს.
ამავდროულად, ბრიუსელმაც
არ დააყოვნა და სერბეთის ევროკავშირში წევრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყების
რეკომენდაციის შესახებ განცხადება გააკეთა. ახლა ამ წინადადებებს ევროკავშირის
საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავენ.
აღსანიშნავია ასევე, რომ
კოსოვოს პრემიერ მინისტრმა ხაშიმ ტაჩმა კოსოვოს პარლამენტში გააკეთა განცხადება
იმის შესახებ, რომ "სერბეთმა აღიარა კოსოვოს სრული სუვერენიტეტი და ტერიტორიული
მთლიანობა".