ქალაქ ბელგოროდში მომხდარი ინციდენტის ჩამდენი მამაკაცი დაკავებულია. ინფორმაციას ამის შესახებ ქალაქის ადმინისტრაციაში ავრცელებენ. აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მამაკაცის მიერ მოკლულია ხუთი ადამიანი, თუმცა ამჟამად ინფორმაცია უკვე ექვსი ადამიანის მკვლელობის შესახებ ვრცელდება.
პოლიცია ჯერჯერობით, დაკავებულის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს.
"ამ დროისათვის დადგენილია ეჭვმიტანილის სავარაუდო ადგილსამყოფელი. იქ იმყოფებიან სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები. ისინი შტურმისათვის ემზადებიან", _ აცხადებს შს სამინისტროს რეგიონალური სამმართველოს პრესსამსახურის წარმომადგენელი.
აღსანიშნავია, რომ ჯერჯერობით გადაუმოწმებელი ინფორმაციით, თავდამსხმელი 1981 წელს დაბადებული, ვინმე სერგეი ლომაზუნია.
შეგახსენებთ, რომ ექვსი ადამიანი დაიღუპა ბელგოროდში მომხდარი სროლის შედეგად, რომელიც ქალაქის ცენტში, სანადირო მაღაზიის ახლოს გაიხსნა.
რუსეთის შს სამინისტროს მონაცემებით, გარდაცვლილია ექვსი ადამიანი, მათ შორის არის 14 წლის სკოლის მოსწავლე გოგო, მეშვიდე კლასის მოსწავლე.
მასალის გამოყენების პირობები