საქართველოს
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის
მონაცემებით, 2012 წლის
IV კვარტალში, სასტუმროებში
და რესტორნებში დასაქმებულთა რაოდენობა
23 757 კაცს შეადგენს, რაც
66%-ით აღემატება გასული წლის ამავე კვარტლის მონაცემს.
2012
წლის IV კვარტალში,
ეკონომიკური საქმიანობის
მიხედვით, სასტუმროებისა და რესტორნების
პროდუქციის გამოშვებაში 38% სასტუმროებსა და
სხვა მოკლევადიან საცხოვრებელ ადგილებზე მოდის, მას მოჰყვება რესტორნები -
37,7%, სასადილოები და მზა საკვების მიწოდება - 19,7% და ბარები - 4,6%.