ჰოლანდიის ქალაქ ლეიდენში ადგილობრივმა პოლიციამ 22
წლის სტუდენტი დააკავა, რომელმაც სოციალურ ქსელში სკოლის მოსწავლეებისა და
მასწავლებლების წინააღმდეგ მუქარის წერილი გაავრცელა.
ეჭვმიტანილის ვინაობა ჯერჯერობით არ გახმაურებულა,
თუმცა ცნობილია რომ ის ლეიდენის ბრიტანულ სკოლაში სწავლობდა. წინასწარი
ინფორმაციით, შესაძლოა მუქარის წერილი, მხოლოდ ხუმრობა ყოფილიყო.
შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელში მუქარის წერილის
გავრცელების შემდეგ, ლეიდენის 20-ზე მეტ სკოლაში სწავლება შეწყდა.
ცნობისათვის, მსგავსი შემთხვევა 2009 წელს მოხდა,
როდესაც ერთ-ერთმა ახალგაზრდამ სკოლის მასწავლებლებისა და მოსწავლეების ამოხოცვის
მუქარა გაავრცელა, თუმცა დაკავებულმა შემდეგ აღიარა, რომ ეს მხოლოდ ხუმრობა იყო.