დაზუსტებული მონაცემებით, ხუთი ადამიანი დაიღუპა ბელგოროდში მომხდარი
სროლის შედეგად. რუსული მედიის ინფორმაციით, ცეცხლი ქალაქის ცენტში, სანადირო
მაღაზიის ახლოს გაიხსნა.
რუსეთის შს სამინისტროს მონაცემებით, გარდაცვლილია ხუთი ადამიანი, მათ
შორის მაღაზიის სამი გამყიდველი და ორი გამვლელი. ამას გარდა, დაჭრილია ერთი
ადამიანი.
დაზუსტებული მონაცემებით, მაღაზია "ოხოტა"-სთან, ავტომობილით მოვიდა
მამაკაცი, რომელიც მაღაზიაში შევიდა და ცეცხლი გახსნა.
აღსანიშნავია, რომ დაღუპულთა შორის არის 14 წლის სკოლის მოსწავლე
გოგო, მეშვიდე კლასის მოსწავლე.