ბოსტონის აფეთქებებში ეჭვმიტანილ 19
წლის ჯოჰარ ცარნაევს სიკვდილით დასჯა ელის. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური
მედია ავრცელებს.
"უახლოეს მომავალში ჯოჰარ ცარნაევის
წინააღმდეგ ტერორიზმის ბრალდება იქნება წაყენებული და შესაძლოა მას სიკვდილით
დასჯის განაჩენი გამოუტანონ", - წერს "Times" -ი.
გამოცემასთან საუბარში ჰარვარდის
უნივესიტეტიდ დოქტორი ალან დერშოვიჩჲ აცხადებს, რომ მასაჩისეტსის შტატში, სადაც
ყველაფერი მოხდა, სიკვდილით დასჯა არ არის, მაგრამ შესაძლოა ტერორისტი ტერორიზმის
შესახებ ფედერალური კანონით გაასამართლონ.
ეს კანონი ზუსტად ითვალისწინებს სიკვდილით დასჯას იმ შემთხვევაში თუ
მსხვერპლი იყო.
"თუ აშშ-ს გენერალური პროკურორი
სიკვდილით დასჯას მოითხოვს, ნაფიც მსაჯულებს ისეთი ადამიანებისაგან აარჩევენ
რომელთა მორალური რწმენა სიკვდილით დასჯას დასაშვებად მიიჩნევს", _ წერს გამოცემა.
ერთ-ერთი უმძიმესი ბრალდება, რომელიც
ცარნაცევის სასარგებლოდ ნამდვილად არ იმუშავებს არის ის, რომ აფეთქების შედეგად 8
წლის ბავშვია გარდაცვლილი. ჟურნალისტები მიიჩნევენ, რომ სწორედ ეს ფაქტი ყველაზე
მეტად იმოქმედებს ნაფიც მსაჯულთა საბოლოო ვერდიქტზე.