ჰოლანდიის ქალაქ ლეიდენის 20-ზე მეტ საჯარო სკოლაში სასწრაფო
ევაკუაცია განხორციელდა. ქალაქის მერიის გადაწყვეტილებით კი აღნიშნულ სკოლებში
ორშაბათი დასვენების დღედ გამოცხადდა.
გავრცელებული ინფორმაციით, უცნობმა ადამინმა სოციალურ ქსელში მიმართვა
გაავრცელა, სადაც ლეიდენის ერთ-ერთ სკოლაზე თავდასხმას და მასწავლებლებისა და
მოსწავლეების ამოხოცვას გეგმავდა.
ადგილობრივი
სამართალდამცავები, ქალაქის ყველა სკოლის ტერიტორიას აკონტორლებენ. შესაძლოა სოციალურ
ქსელში გავრცელებული ინფორმაცია, მხოლოდ ხუმრობა იყოს.