ავსტრიის მოქალაქე თომას ფლიტვუდი ოთხი დღის
მანძილზე საკუთარი საოჯახო სასტუმროს ლიფტში ჩაიკეტა. გავრცელებული ინფორმაციით, სასტუმროს
შენობაში მხოლოდ მეპატრონე იმყოფებოდა, სწორედ ამიტომ მას ლიფტიდან გამოსვლაში
ვერავინ მიეშველა.
თომას ფლიტვუდის განცხადებით, საღამოს სასტუმროს
ნომრების დათვალიერების შემდეგ ის ლიფტში შევიდა, შემდეგ კი კარი ვეღარ გააღო.
მისივე თქმით საშველად ვერავის უხმო, რადგან მობილური ტელეფონი მისაღებ ოთახში დარჩა.
„ამ დროის მანძილზე საკუთარ თავს ვესაუბრებოდი,
სამომავლო გეგმებს განვიხილავდი და სწორებ ამან მომცა შესაძლებლობა ოთხი დღე
დახურულ სივრცეში წყლისა და საკვების გარეშე გამეტარებინა" - განაცხადა
თომას ფლიტვუდმა.
ადგილზე პოლიცია სასტუმროს სურსათით მომმარაგებელმა
გამოიძახა, რომელსაც სასტუმროს პატრონის გაუჩინარება საეჭვოდ მოეჩვენა.
სამართალდამცავემა სასტუმროს მეპატრონე ლიფტის ოთხდღიანი ტყვეობიდან უვნებელი
გამოიყვანეს.