„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ინფორმაციით, ავიაკომპანია
"აირზენამ" („ჯორჯიან ეარვეისმა") წინა ხელისუფლებას 3 მლნ182 ათას 924 ლარის ღირებულების ავტომობილები აჩუქა.
"2007 წელს რამდენიმე თვალსჩინო ჩუქება განხორციელდა. შპს „ჯორჯიან ეარვეისმა" 3 182
924 ლარის ღირებულების TOYOTA
PRADO, TOYOTA CAMRY და TOYOTA HILUX-ის მარკის ავტომობილები (ჯამში 75 ერთეული) აჩუქა სახელმწიფოს. ამავე წელს კავშირმა „თანადგომა XXI საუკუნემ" 18 351
165 ლარის სამედიცინო მოწყობილობა უსასყიდლოდ გადასცა სახელმწიფოს"-
აცხადებენ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო"-ში.
მათივე ინფორმაციით, გამოვლენილი შემთხვევები ბადებს მნიშვნელოვან ეჭვებს, რომ ქონების სახელმწიფოსთვის მასიური გადაცემა ყველა შემთხვევაში არ ატარებდა ნებაყოფლობით ხასიათს და არ ასახავდა ქონების მესაკუთრის ნებას.
"შესაბამისად, ჩვენი ორგანიზაცია მოუწოდებს ყველა დაზარალებულ პირს მიმართოს ჩვენს სამართლებრივი დახმარების ცენტრს და გაიაროს შესაბამისი კონსულტაციები"- განმარტავენ ორგანიზაციაში.