ბელგრადსა
და პრიშტინას შორის შემდგარი შეთანხმების მოწინააღმდეგეთა მრავალათასიანი აქცია
სერბეთის დედაქალაქში გაიმართა. მანიფესტანტებს თან ჰქონდათ ლოზუნგები: "ჩვენ უარს არ ვიტყვით კოსოვოზე", "ჩვენ არ
გვჭირდება ევროკავშირი".
საუბარი
მიდის შეთანხმებაზე რომელსაც 19 აპრილს მოეწერა ხელი. ორი ქვეყნის ლიდერმა
ურთიერთობის ნორმალიზება დათმობების გზით გადაწყვიტა: ბელგრადი ფაქტობრივად
აღიარებს გამოყოფილ კოსოვოს სახელმწიფოდ და პრიშიტნის უფლებით მართოს კოსოვოს
ჩრდილოეთი ნაწილი, სადაც მოსახლეობის ეთნიკური უმრავლესობა სერბები არიან. ამის
საპასუხოდ კოსოვო სერბებს ფართო ავტონომიას მისცემს.
ევროკავშირში
ამ შეთანხმებას ისტორიული უწოდეს და განაცხადეს, რომ ის გზა უხსნის ბელგრადს
ევროკავშირისკენ. სერბეთში ამ შეთანხმებას ღალატს უწოდებენ და ქვეყნის
პრემიერ-მინისტრისა და პრეზიდენტის გადადგომას მოითხოვენ. აღსანიშნავია, რომ
ვრცელდება ასევე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პრემიერსა და პრეზიდენტს ამასთან
დაკავშირებით მუქარის შემცველი მოკლე ტექსტური შეტყობინებებიც მისდით.