ავღანეთში თალიბებმა თურქული ვერტმფრენის მგზავრები
ტყვედ აიყვანეს. ვერტმფრენმა ექსტრემალური დაშვება პროვინცია ლოგარის აღმოსავლეთით
მოახდინა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ფრანს-პრესი" ავრცელებს.
ამჟამად, იმის გარკვევა ხდება, თუ კონკრეტულად ვინ იმყოფება
ბორტზე. ერთი მონაცემებით, ტყვედ თურქი ინჟინერი და ავღანელი პილოტი ჩავარდნენ, თუმცა
არსებობს სხვა ინფორმაციაც, რომ ტყვეობაში ათი თურქი ინჟინერია. ადამიანების გატაცება
თალიბების პრაქტიკაში უკვე დიდი ხანია არსებობს. მათ, როგორც წესი, გამოსასყიდის მიღების
მიზნით იტაცებენ.