ინტერნეტპორტალმა Hotels.com კვლევა ჩაატარა და იმ ქვეყნების ნუსხა შეადგინა,
საიდანაც ჩამოსული ტურისტები სასტუმროებში ყველაზე ხშირად ჩადიან ქურდობის
ფაქტებს.
რეიტინგის მიხედვით ირკვევა, რომ ირკვევა, რომ
სასტუმროებში ყველაზე ხშირად ქურდობებს სჩადიან ინდუსები, მექსიკელები და
კოლუმბიელები. აღნიშნულ "სამეულს" ფეხდაფეხ მოსდევენ მოგზაურები აშშ-დან,
იტალიიდან, ჰონკონგიდან, კანადიდან, ნორვეგიიდან და ირლანდიიდან.
ირკვევა, რომ "ქურდი ტურისტები" ყველაზე ხშირად
სასტუმროებიდან იპარავენ ხალათებს, ჩუსტებს, პირსახოცებს და პატარა ზომის
ტექნიკას. ტურისტებს ასევე იტაცებთ სასტუმროებიდან სხვადასხვა პატარა სახის
სუვენირების გატანაც.