ჩრდილოეთ კორეამ სარაკეტო გამშვები დანადგარები, ქვეყნის აღმოსავლეთ სანაპიროზე გადაიტანა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით „ბიბისი" ავრცელებს.
სამხრეთ კორეის მთავრობის წარმომადგენლის განცხადებით, სარაკეტო დანადგარები 16 აპრილიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე პროვინცია ჰამგიონში უკვე იყო განთავსებული. სავარაუდოდ, ამ ქმედებით ფხენიანი მორიგი სარაკეტო ტესტისთვის ემზადება
როგორც ცნობიალია, ჩრდილოეთ კორეა სარაკეტო ტესტის ჩატარებას, ქვეყნის დამაარსებლის, კიმ სუნგის დაბადების დღესთან დაკავშირებით მიძღვნილ ღონისძიებების ფარგლებში აპირებდა, თუმცა 15 აპრილს ფხენიანს სარაკეტო ტესტი არ განუხორციელებია.