ჩინეთის პროვინცია სიჩუანში მომხდარი 7,0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შემდეგ, სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. მაშველები სულ უფრო მეტ გარდაცვლილთა ცხედარს პოულობენ.
წინასწარი მონაცემებით, მიწისძვრის შედეგად 179 ადამინი დაიღუპა, თუმცა გარდაცვლილთა ზუსტი რიცვხი ამ დრომდე ვერ ზუსტდება. მაშველებმა 7 000 ადამიანი უკვე გადაარჩინეს, მათი მდგომარეობა კრიტიკულია.
სამაშველო სამუშაოების პარალელურად მიმდინარეობს ზარალის დათვლა, თუმცა მგდომარეობიდან გამომდინარე, მიწისძვრის შედეგად მიყიენებული ზიანის რაოდენონა ჯერჯერობით უცნობია. ზედხედით გადაღებული ფოტოებიდან კი ჩანს, რომ მიწისძვრის შედეგები გამანადგურებელი იყო.