უკრაინული ტკბილეულისთვის ბელორუსის ბაზარი დაიკეტა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ბელორუსმა უკრაინელი კონდიტერებისთვის ბაზარი ჩაკეტა. ირკვევა, რომ აპრილის დასაწყისიდან საბაჟო უკრაინულ ტკბილეულს ქვეყნის ტერიტორიაზე არ უშვებს და საბაჟოსთან ტკბილეულით დატვირთული ტრაილერების დიდი რიგებია.
ერთი თვის განმავლობაში უკრაინის ტკბილეულის მწარმოებელი კომპანიების ზარალმა 40 მლნ გრინვა უკვე შეადგინა. უნდა აღინიშნოს, რომ უკრაინას ბელორუსიდან უკრაინულ ტკბილეულზე შეტანის აკრძალვის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ მისვლია, თუმც ფაქტია, რომ უკრაინა ქვეყნის ტერიტორიაზე უკრაინულ ტკბილეულს არ უშვებს.
ბელორუსული ბაზრის ჩაკეტვის შედეგად რთული მდგომარეობა შეექმნათ, ისეთ მსხვილ მწარმოებლებს, როგორებიცაა "როშესა" და "კონტის".