დღეს, 21 აპრილს, კომპანია ვისოლმა ქსელში არსებულ პროდუქტზე ფასი შეამცირა.
«მოხარული ვართ, რომ მსოფლიო ბაზარზე საწვავზე ფასების შემცირებამ საშუალება მოგვცა ჩვენს ქსელში არსებულ პროდუქტზე ფასი 5 თეთრამდე შევამციროთ. ჩვენ ყოველთვის ვითვალისწინებთ ჩვენი მომხმარებლის და საზოგადოების ინტერესებს, რადგან საზოგადოებაზე ზრუნვა ჩვენი ბიზნეს საქმიანობის ძირითად პრიორიტეტია" - აცხადებს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას" გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ვისოლი ჯგუფიდან აცნობეს, დღეიდან ვისოლის ქსელში სუპერი - 2.22 ლარი, აპი პრემიუმი - 2.17 ლარი, აპი დიზელი - 2.18 ლარი, ევრო რეგულარი - 2.05 ლარი, რეგულარ ენერჯი - 2.02 ლარი, დიზელ ენერჯი კი 2.07 ლარი ეღირება.
„ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას" საკუთრებაში არსებული ავტოგასამართი სადგურების ყველაზე ფართი ქსელი აქვს საქართველოში და ნავთობპროდუქტების ყველაზე ფართო არჩევანს სთავაზობს მომხმარებელს. იტალიური საწვავი „აპისგან" ექსკლუზიურად მხოლოდ ვისოლის ქსელში იყიდება. ვისოლი ინოვატორია საქართველოს ნავთობსექტორში და უმაღლესი ხარისხის საწვავისა და მაღალტექნოლოგიური სერვის პროდუქტების შეთავაზებით საცალო ბაზრის ლიდერია. მაღალტექნოლოგიური ამერიკული საწვავის მიწოდების სისტემა, რომელიც ვისოლის ყველა ავტოგასამართ სადგურზეა დამონტაჟებული, 100% სიზუსტით ახდენს მომხმარებლისათვის საწვავის მიწოდებას.