დღეიდან, "ბილაინის: აბონენტებს აბონენტებს გათამაშებაში მონაწილეობა შეუძლიათ. კომპანიის ინფორმაციით, გათამაშება 20 აპრილიდან 12 ივლისამდე გასტანს.
დაწესებული პრიზებია: სამი ავტომანქანა კია სპორტიჯი და ორი ორ ოთახიანი გარემონტებული ბინა საცხოვრებელ კომპლექს "მ 2"-ში. "ბილაინის" გათამაშებაში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც არსებულ, ისე ახალ და პორტირებულ აბონენტებსაც.
გათამაშებაში მოაწილეობის პრინციპი უცვლელია, ბალანსის 3 ლარით შევსების შემთხვევაში, აბონენტი გახდება ლატარეის 1 ბილეთის მფლობელი, წამახალისებელ გათამაშებაში მონაწილეობა უფასოა. (აბონენტმა უნდა გაითვალისწინოს სწრაფი გადახდის აპარატებზე მოქმედი გადასახადები)
გათამაშების პერიოდში პორტირებული "ბილაინის" აბონენეტი საჩუქრად მიიღებს გათამაშების 5 ბილეთს .
გათამაშებაში მონაწილეობისათვის, აბონენტმა უნდა აკრიფოს *500#. გამარჯვებული 15 ივლისს ,რუსთავი 2 -ის პირდაპირ ეთერში გამოვლინდება.
გათამაშებაში დარეგისტრირება და ბილეთების დარიცხვა შესაძლებელია 12 ივლისამდე .
„ბილაინის" აბონენტების რიცხვი ძალიან სწრაფად იზრდება, შესაბამისად ჩვენ გვაქვს საშუალება, რომ კიდევ უფრო მეტი საინტერესო და სასიამოვნო სიახლე შევთავაზოთ მათ. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, ეს წამახალისებელი გათამაშება, და პრიზები ხელმისაწვდომია როგორც არსებული აბონენტებისათვის, ისე მათთვის, ვინც შემდეგი ორი თვის განმავლობაში გახდება ჩვენი აბონენტი. ასე რომ ეს კიდევ ერთი სასიამოვნო მიზეზია ჩვენს ქსელში პორტირებისათვის"- აცხადებს "ბილაინის" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი თეონა ბაღდავაძე.