აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს, იოაკიმ ვონ ამსბერგს შეხვდა. შეხვედრაზე ჩვენს ქვეყანაში მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტებისა და გამოყოფილი ფინანსური სახსრების ეფექტიანობაზე იმსჯელეს.
„ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტთან, ბატონ იოაკიმ ვონ ამსბერგთან. ვისაუბრეთ საქართველოსათვის გამოყოფილი ფინანსური სახსრების ეფექტიანობაზე, მომავალ თანამშრომლობაზე და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მსოფლიო ბანკი გააგრძელებს ქვეყნის მხარდაჭერას, როგორც ამას ბოლო ოცი წლის განმავლობაში აკეთებდა" - განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა.
მასალის გამოყენების პირობები