ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში გრძელდება. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში ნოდარ ხადური, ვაშინგტონში, თავის ლიტველ კოლეგას, ფინანსთა მინისტრს, რიმანტას საზიუსს შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი ორ ქვეყანას შორის აქტიურ თანამშრომლობას შეეხო. ნოდარ ხადურმა რიმანტას საზიუსს მადლობა გადაუხადა იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ლიტვა გამოხატავს საქართველოს მიმართ. ლიტვის ფინანსთა მინისტრმა კი, თავისმხრივ ცალსახად დააფიქსირა, რომ ვილნიუსის სამიტზე მისი ქვეყანა კიდევ ერთხელ დააფიქსირებს საკუთარ ურყევ პოზიციას და მხარს დაუჭერს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე.
,,ძალიან თბილი შეხვედრა იყო, ჩვენ ვისაუბრეთ ლიტვის მიერ საქართველოს მხარდაჭერაზე, და მივიღეთ პირობა იმისა, რომ ლიტვა ვილნიუსის სამიტზე, როგორც ყოველთვის, მხარს დაუჭერს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე" - განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა.