"ლიბერთი ბანკის" ინფორმაციით, 2013 წლის მარტიდან სოფლის მეურნეობის სამინისტრო მცირემიწიან ფერმერთა ხელშეწყობის პროექტს ახორციელებს. ფერმერებს სასოფლო-სამეურნეო ბარათები გადაეცემათ, რომელთა გამოყენებაც შესაძლებელია როგორც მიწის დამუშავებისას, ასევე სასუქის შესაძენად. კომპანიები, რომლებიც ფერმერებს აღნიშნულ მომსახურებას უწევენ, სასოფლო-სამეურნეო ბარათების განაღდებას ბანკის საშუალებით ახდენენ.
"ლიბერთი ბანკი" აქტიურადაა ჩართული ბარათების განაღდების პროცესში და პროექტში მონაწილე კომპანიებს აძლევს საშუალებას სასოფლო-სამეურნეო ბარათები გაანაღდონ ლიბერთი ბანკის 400-ზე მეტ ფილიალსა და სერვის ცენტრში მთელი საქართველოს მასშტაბით.
ბარათების თანხა განაღდებისთანავე ირიცხება კომპანიის ანგარიშზე.
დღევანდელი მდგომარეობით, ლიბერთი ბანკის ქსელში 50 000-ზე მეტი ბარათია განაღდებული, რომელთა საერთო თანხაც 10 მლნ ლარზე მეტს შეადგენს.
მასალის გამოყენების პირობები