აშშ-ს პრეზიდენტის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს, რომელიც იარაღის შესყიდვაზე კონროლის გამკაცრებას გულისხმობდა ამერიკელმა სენატორებმა მხარი არ დაუჭირეს.
ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ, აღნიშნული კანონპროექტის ჩავარდნას სამარცხვინო უწოდა.
„ეს სამარცხვინო ფაქტია, მე იმედგაცრუებული ვარ და მიმაჩნია, რომ პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება იქნა მიღებული"- განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, რომ ამერიკის პრეზიდენტი კანონპროექტის ინიცირების შემდეგ სენატორებს სისტემატურად მოუწოდებდა იარაღის შესყიდვაზე კონტროლის გამკაცრების კანონისთვის მხარი დაეჭირათ.