რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა "ნოვაია გაზეტას" ჟურნალისტის ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობის გამოძიების საქმე დასრულებულად გამოაცხადა. სისხლის სამართლის საქმეში ხუთი ბრალდებულია.
"გამოძიებით შეგროვებულია საკმარისი დამადასტურებელი ბაზა და ამიტომაც საქმე რუსეთის გენერალურ პროკურატურაშია გადაგზავნილი იმისათვის რათა გამამტყუნებელი განაჩენი დადასტურდეს და საქმის არსებითი განხილვა დაიწყოს", _ ნათქვამია რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყებაში აღნიშნავენ, რომ ამ საქმის კიდევ ერთი ფიგურანტის დიმიტრი პავლიუჩენკოვი, რომელმაც გამოძიებასთან სასამართლომდე შეთანხმება გააფორმა სისხლის სამართლის საქმიდან გავიდა. სასამართლოს მიერ მას 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
მასალის გამოყენების პირობები