აშშ-ის ტეხასის შტატში, ქალაქ უეიკოსთან ახლოს სასუქის ქარხანა აფეთქდა. მომხდარის შედეგად ასამდე ადამიანი დაშავდა, რამდენიმე კი მძიმე მდგომარეობით საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი. დაღუპულთა რაოდენობის შესახებ ზუსტი ცნობები ჯერ-ჯერობით არ ვრცელდება. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას „ბიბისი" ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით აფეთქება ადგილობრივი დროით 19:50 საათზე მოხდა. დაჭრილთა ტრანსპორტირებისთვის 6 ვერტმფრენი და სასწრაფო სამედიცინო სამსახურის მრავალი ავტომობილი გამოიყენეს.
ჯერ-ჯერობით აფეთქების გამომწვევი მიზეზი უცნობია. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ცეცხლი რამდენიმე შენობაზე ერთდროულად გავრცელდა, რომლებშიც, შესაძლოა ხალხი იმყოფებოდა.