გიორგი ცინცაძის „ბუდიველნიკი" უკრაინის ჩემპიონატის მეოთხედფინალურ სერიაში 3:1 დაწინაურდა. კიეველებმა „გოვერლას" სტუმრად, ივანო-ფრანკოვსკში დაძაბულ ბრძოლაში - 78:77 მოუგეს და ნახევარფინალამდე 1 გამარჯვება აკლიათ.
კალათბურთის ფედერაციის ინფორმაციით, ქართველი ფორვარდი სასტარტო ხუთეულში იმყოფებოდა და მოედანზე 21, 41 წუთი გაატარა. ცინცაძემ 4-დან 2 ორქულაინი, 2-დან 1 სამიანი და 6-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. ჯამში გიორგიმ 8 ქულა და 3 მოხსნა მოაგროვა.
სერიაში ანგარიში 3:1 გახდა და ცინცაძის გუნდს მომდევნო ეტაპამდე 1 მოგებაღა აშორებს. სერის მომდევნო შეხვედრა 19 აპრილს, კვლავ ივანო-ფრანკოვსკში გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები