საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში Twinning-ის პროექტი დასრულდა. დახურვის ღონისძიებაში მონაწილეობა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილე დიმიტრი ქუმსიშვილმა, ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელმა გურამ ჯალაღონიამ და ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლებმა მიიღეს. ღონისძიების ფარგლებში მხარეებმა განვლილი 2 წლიანი მუშაობის შედეგები შეაფასეს და სამოქალაქო ავიაციის სფეროში საერთაშორისო სტანდარტებისა და ევროპული რეგულაციების დანერგვის თვალსაზრისით სააგენტოს მიერ მიღწეულ პროგრესზე ისაუბრეს. შეხვედრაზე Twinning-ის პროექტის კიდევ 6 თვით გახანრძლივება გადაწყდა. "2 წლიანი მუშაობის შემდეგ ვფიქრობ, რომ ჩვენი სამუშაო თითქმის 100 % შესრულდა. საქართველო მნიშვნელოვნად დაუახლოვდა ევროპულ ჰარმონიზაციას. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ინფრასტრუქტურამ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა. საბოლოო ჯამში, პროექტს ორივე მხარე წარმატებულად ვაფასებთ" - განაცხადა Twinning-ის პროექტის ხელმძღვანელმა ტილო შმიდტმა. პროექტის "საქართველოს საავიაციო კანონმდებლობის ჰარმონიზაცია ევროპულ საავიაციო კანონმდებლობასთან" განხორციელება საჯარო სამსახურების დაძმობილების პროგრამის Twinning-ის ფარგლებში 2011 წლის აპრილში დაიწყო. პროგრამა მიზნად ისახავდა ქართული საავიაციო კანონმდელობის ევროკავშირის სტანდარტებთან მიახლოებას და კანონმდებლობის დახვეწას. "გაფორმებული გვაქვს ხელშეკრულება ევროპის ერთიანი ცის შესახებ. ხელშეკრულება თავისთავად ითვალისწინებს, როგორც უფლებებს ისე, მოვალეობებს. მოვალეობებში გვიწერია, რომ საჭიროა ჰარმონიზაციასთან მოსულიყო ევროპული საავიაციო კანონმდებლობა ქართულ საავიაციო კანონმდებლობასთან" - განაცხადა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელმა გურამ ჯალაღონიამ. Twinning-ის პროექტის მხარდაჭერით, სააგენტოს ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორებს ჩაუტარდათ 90-მდე მიზნობრივი ტრეინინგი და სემინარი. სასწავლო მივლინებების ფარგლებში მათ შესაძლებლობა მიეცათ ადგილზე გაცნობოდნენ ევროპული სტანდარტების ორგანიზაციაში წარმატებით ფუნქციონირებად ფრენის უსაფრთხოების სტანდარტებსა და საუკეთესო პრაქტიკას. პროექტში ჩართულ უცხოელ ექსპერტებთან კონსულტაციით სააგენტომ შეიმუშავა ტრეინინგ-პროგრამა ტექნიკური პერსონალისათვის, დაიწყო მუშაობა საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებაზე საქართველოს საჰაერო კოდექსში