საფრანგეთის მინისტრთა შორის ყველაზე მდიდარი საგარეო საქმეთა მინისტრი ლორან ფაბიუსი აღმოჩნდა. მინისტრის ქონება 6 მლნ ევროს აღწევს, როდესაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ჟან-მარკ ეროს ქონება 1.55 მლნ ევროდაა შეფასებული.
საფრანგეთის მთავრობამ, მინისტრების ქონებრივი დეკლარაციის გამოქვეყნება გასულ კვირას მომხდარი სკანდალის შემდეგ გადაწყვიტა. საქმე ეხება ბიუჯეტის ექს-მინისტრის ჟერომ კაიუზაკის გარშემო აგორებულ სკანდალს, რომდესაც გადასახადების დამალვის წინააღმდეგ მებრძოლ მინისტრს ფარული ანგარიშები თვითონ აღმოაჩნდა.
ჟერომ კაიუზაკი მის მიმართ წაყენებულ ბრალდებას თავიდან უარყოფდა, თუმცა მოგვიანებით დანაშაული აღიარა და თანამოქალაქეებს პატიება სთხოვა.