პაკისტანის ქალაქ პეშევარში წინასაარჩევნო მიტინგზე, თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა. აფეთქების შედეგად 20 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ხოლო 35 კი დაშავდა.
ეროვნული პარტიის ლიდერის გულამ აჰმედ ბილურის წინასაარჩევნო მიტინგზე მომხდარ ტერორისტულ აქტზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „თალიბანმა" აიღო.
ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნები 11 მაისს გაიმართება. ეს პირველი შემთხვევა იქნება, როდესაც ყოფილი მთავრობა მზად არის ხელისუფლება დემოკრატიული არჩევნებით შეცვალოს.