ისრაელის საკურორტო ქალაქზე შეიარაღებულმა მებრძოლებმა სარაკეტო იერიში განახორციელეს. ქალაქ ეილათის მიმართულებით ნასროლი ორი რაკეტა დაუსახლებელ ტერიტორიაზე ჩამოვარდა. ადგილობრივი სამართალდამცავების ინფორმაციით სარაკეტო იერიშის შედეგად არავინ დაშავებულა.
ქალაქში უსაფრთხოების ზომები გაძლიერებულია. სარაკეტო იერიშის შემდგომ ქალაქის აეროპორტი დროებით დაიხურა. ეილათის მერის განცხადებით სარაკეტო იერიში ეგვიპტის ტერიტორიიდან განხორციელდა.
სარაკეტო იერიში ეილათის მიმართულებით გასული წლის ნოემბერშიც განახორციელეს. გავრცელებული ინფორმაციით რაკეტები იორდანიის ქალაქ აქაბაშიც ჩამოვარდა.