ცენტრალური განას ტერიტორიაზე ოქროს საბადოზე მომხდარ აფეთქებას 17 მაღაროელი ემსხვერპლა. პოლიციის განცხადებით ნანგრევებიდან ყველა მაღაროელი ამოყვანილია და მიწის ქვემოთ არავინ დარჩენილია.
გავრცელებული ინფორმაციით ოქროს საბადოზე მუშაობა უკანონოდ ხდებოდა. ქვეყანაში ოქროს უკანონო მაძიებელთა რიცხვი ძალიან დიდია, სწორედ აქედან გამომდინარე არასწორი გათხრების შედეგად აფეთქებებისა და დაღუპულთა რიცხვი ძალიან დიდია.
ცენტრალური განას ტერიტორია ოქროს სანაპიროს სახელითაა ცნობილი და ის მსოფლიოში ოქროს ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია.