აშშ-ის სამხედრო ტრიბუნალმა ალიასკაზე მომსახურე ამერიკელ სამხედრო უილიამ კოლტონ მილეის 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამერიკელ სამხედროს ბრალი რუსეთის სასარგებლოდ აგენტობაში ედება. გავრცელებული ინფორმაციით, უილიამ კოლტონ მილეი გარკვეული დროის განმავლობაში უცხო ქვეყნის აგენტებთან თანამშრომლობდა და აშშ-ს არმიის საიდუმლო მონაცემებს აწვდიდა.
გამოძიების ფედერალური ბიურო უილიამ კოლტონ მილეით 2011 წლიდან დაინტერესდა, როდესაც ამერიკელმა სამხედრომ რუსულ მედიას ელექტრული მეილით შეიარაღებულ ძალებზე ინფორმაცია გაუგზავნა.
სამხედრო ტრიბუნალმა უილიამ კოლტონ მილეის თავდაპირველად 19 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, თუმცა სასამართლომ სამხედროს აღიარებითი ჩვენება გაითვალისწინა და სასჯელი 16 წლამდე შეუმცირა.