ექსპერტების მოსაზრებით, ვენესუელის ახალმა პრეზიდენტმა ნიკოლას მარუდომ „ჩავიზმი" უნდა დაასრულოს. ვენესუელას ექს-პრეზიდენტის მიერ აშენებული სპეციფიკური მემარცხენე ეკონომიკური რეჟიმი, ახალ მთავრობაში ვერ იარსებებს.
მიუხედავად ნიკოლას მარუდოს მიერ უგო ჩავესის კურსის გაგრძელების შესახებ, გაკეთებული ხმამაღალი განცხადებებისა, ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ის ჩავესის პოლიტიკის გაგრძელებას ვეღარ შეძლებს. სოციალური ხარჯების შემცირება კი სავარაუდოდ მხოლოდ დროის საკითხს წარმოადგენს.
შეგახსენებთ, რომ ვენესუელას ახალი პრეზიდენტი ნიკოლა მადურო უგო ჩავესის გარდაცვალების შემდეგ პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებდა. საპრეზიდენტო არჩევნებში კი ოპოზიციის კანდიდატი ენრიკე კაპრელასი 51%-ით დაამარცხა.